“ბუნდესნაკრები” ევრო-2016-ის ნახევარფინალშია (ვიდეო)
ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მეოთხედფინალური ეტაპის მესამე მატჩი, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მატჩის პირველმა ნახევარმა უღიმღამოდ ჩაიარა. არც მეორე ნახევარი იყო საგოლე მომენტებით დახუნძლული, თუმცა პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში მაყურებელმა ორი გოლი იხილა.
ანგარიში მატჩის 65′-ე წუთზე, მესუტ იოზილმა გახსნა, რასაც მარიო გომესისა და ჰექტორის ბრწყინვალე გადაცემებს უნდა უმადლოდნენ გერმანელები. თუმცა, იტალიელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება – მატჩის 78′-ე წუთზე ჟერომ ბოატენგმა ნოიერის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბონუჩიმ ზუსტად შეასრულა.
გუნდებმა ვერც დამატებით დროში ვერ მოახერხეს გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა. პენალტების სერია კი ძალზედ დრამატული გამოდგა – მხოლოდ მე-9 პენალტზე გაირკვა, რომ იტალიის ნაკრები ჩემპიონატს ემშვიდობებოდა. ბოლო პენალტი ჰექტორმა გაიტანა.
ევრო-2016
მეოთხედფინალი
გერმანია – იტალია 1:1 (0:0) (6:5)
გერმანია: ნოიერი; კიმიხი, ჰეკტორი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი; კროოსი, ხედირა (შვაინშტაიგერი 16′); მიულერი, იოზილი; გომესი (დრაქსლერი 72′).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.
იტალია: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი (დარმიანი 86′), სტურარო, პაროლო, ჯაკერინი, დე შილიო; პელე, ედერი.
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლები: მესუტ იოზილი 65′- ლეონარდო ბონუჩი (პ.) 78′
გაფრთხილებები: ჰუმელსი 90′ შვაინშტაიგერი 111′ – სტურარო 56′, დე შილიო 57′, პაროლო 59′, გ. პელე 91′, ე. ჯაკერინი 103′
მთავარი მსაჯი: ვიქროტ კასაი (უნგრეთი).