“ბუნიოდკორი” 0 – 0 “დინამო”
ბათუმურმა კლუბმა უზბეკურ „ბუნიოდკორთან“ კიდევ ერთი მატჩი გამართა, ამჯერად შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე, 0 – 0 დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში უზბეკური კლუბი გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა ტაიმის მიწურულს აშბას შეეძლო გოლის გატანა – დინამოელთა ნახევარმცველმა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გააცუდა. შესვენების დროს გაკეთებული ცვლილებების შემდეგ უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ. მეტოქის კარის აღების კარგი შანსი სუხიაშვილმა გაუშვა ხელიდან.
„დინამო“ მომავალ მატჩს, 26 ივლისს, თურქულ „დენიზლისპორთან“ გამართავს.
დინამო: ალავიძე, ქორიძე, ქათამაძე, მახარაძე, მაკარიანი, ვარშანიძე (შონია 46 წთ.), გოგიტიძე, მუჯირი (თევდორაძე 46 წთ.), აშბა (მგელაძე 80 წთ.), პაჭკორია (სუხიაშვილი 46 წთ.) და ზივძივაძე (კაკალაძე 46 წთ.).
DinamoButumi.GE