ბუფონი: „იაშინმა „ოქროს ბურთი“ იმიტომ მოიგო, რომ მისი თამაში ბევრს არ უნახავს“
„იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატზე მანუელ ნოიერზე ისაუბრა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინიც გაიხსენა.
„ნოიერისთვის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეულში მოხვედრა უკვე წარმატებაა. მეკარეებს მოედანზე იშვიათად ამჩნევენ. თავის დროზე „ოქროს ბურთი“ ლევ იაშნმა მოიგო. რა თქმა უნდა, იგი დიდებული მეკარე იყო. თუმცა იგი იმ ქვეყნის წარმომადგენელი იყო, რომელზეც ბევრმა არ იცოდა. ეს ფაქტორი მას ძალიან დაეხმარა. მის შესახებ სმენიათ, მაგრამ მისი თამაში ბევრს არ უნახავს.
სამწუხაროდ, სიაში იტალიელები არ არიან. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი და ევროთასები ჩავაგდეთ“, – ციტირებს ბუფონს ფიფა-ს ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა.