ბუფონი: „იტალია რთულ სიტუაციებში საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს“
იტალიის ნაკრების კარის დარაჯის ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე „სკუადრა აძურა“ კიდევ უფრო გაძლიერდება.
„რა თქმა უნდა, მუნდიალზე ჩვენზე უფრო ძლიერი გუნდებიც იქნებიან, თუმცა ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ. უპირატესობა გვაქვს, რადგან ვიცით, თუ რას ნიშნავს პრობლემები. რთულ სიტუაციებში საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ბრაზილიაში ისეთივე განწყობით გავემგზავრებით, როგორი განწყობითაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატსა და კონფედერაციის თასის ბოლო გათამაშებაზე გავემგზავრეთ. კარგ თამაშს კარგი შედეგი მოაქვს, დიდ ტურნირებზე კი ყოველთვის ძლიერები ვიყავით“, – განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.
ალექსანდრე მატევოსოვი