ბუფონი კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში აპირებს
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში აპირებს.
“ამ წლის შემდეგ, კიდევ ორ სეზონს ჩავატარებ, მანამ სანამ კარიერას დავასრულებ. არ მინდა 40 წლის შემდეგ კიდევ ვითამოშო, თუმცა მინდა, რომ 40 წლამდე მივიდე.
თუნდაც ორჯერ მეტი ხელფასი შემომთავაზონ, მე “იუვეს” მაინც არ გავცვლი. ამ კლუბის ნაწილი ვარ, რითიც ვამაყობ კიდეც, ეს ჩემთვის ძალზედ ღირებული რამ არის. დღეს კი ღირებულებებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
საკმაოდ გამოცდილი კი ვარ, თუმცა მწვრთნელობას არ ვაპირებ. მირჩევნია რეკრუიტორად* ვიმუშავო, ისინი ამბიციურები არიან. წავალ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: აშშ და ჩინეთი, რომელთაც უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ.” – განაცხადა ჯიჯიმ.
*ადამიანი რომელიც მუშაობს გარკვეული პროექტის პოპულარიზაციაზე