ბუფონი: “მორატას შესაძლებლობების შესახებ ჯერ ყველამ ყველაფერი არ იცის”
დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ. “სკუადრა აძურას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ფურია როხას” ფორვარდ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ისინი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსში” ერთად თამაშობდნენ.
“მორატას შესაძლებლობების შესახებ ჯერ ყველამ ყველაფერი არ იცის. იგი ძალიან ძლიერია, უმაღლესი დონის ფეხბურთელის თვისებები აქვს. მორატა მატჩების უმეტესობაში ამას ადასტურებს, ბევრს იტანს. ალვარო გოლეადორია, თუმცა ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ამ ფეხბურთელით არ შემოიფარგლება. როდესაც მორატას კრიტიკოსები გააქტიურდნენ, მე მას ვუთხარი, რომ კვლავ გახდება ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. იგი ჭკვიანი ბიჭია”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Lequipe.fr
იტალიასა და ესპანეთს შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.