ბუფონი: “პარი სენ-ჟერმენში” ნეიმარის დასახმარებლად გადმოვედი”
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ პარიზში გადაბარგების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნეიმარისა და მბაპეს გვერდით თამაში იყო.
“საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაშით ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელებთან ვთამაშობდი, თუმცა ფაქტია, რომ ყველა მათგანის გვერდით ვერ მოხვდები – ამისთვის კლუბი ხშირად უნდა შეიცვალო.
რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუსთან თამაში მინდოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მთავარი მიზეზი, რის გამოც კარიერა გავაგრძელე “პარი სენ-ჟერმენისგან” მიღებული ზარი გახლდათ. კლუბისგან, სადაც ნეიმარი და მბაპე თამაშობდნენ.
ისინი, მესისთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მათ შორის გრიზმანიცაა.”პსჟ”-ს დიდი ამბიციები აქვს, მსგავსად ნეიმარისა და მბაპესა. პარიზში ნეიმარის დასახმარებლად გადმოვედი, მას ოქროს ბურთის მოგებაში უნდა შევუწყო ხელი,” – აცხადებს ჯიჯი ბუფონი.