ბუფონი პარიზს ტოვებს: “მეორე ნომრად ყოფნა ჩემი სტილი არ არის”
ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, პრესასთან საუბრისას “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების გადაწყვეტილება განმარტა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ერთ დღეს წავიკითხე ფრაზა, რომელიც ძალიან მომეწონა. გვიდოლინმა კითხვას, იქნებოდა თუ არა ბედნიერი “ვერონაში” დაბრუნებით, ასე უპასუხა, რომ ემოციების ძიებაში იყო. სიმართლე გითხრათ, მეც ამ სიტუაციაში ვარ.
“პარი სენ-ჟერმენმა” ხუთი თვის წინ მამცნო, რომ სეზონის ბოლოს მეორე მეკარე უნდა გავმხდარიყავი. იანვრის შემდეგ ბევრი დრო მქონდა გადაწყვეტილების მისაღებად და მივხვდი, რომ მეორე ნომრად ყოფნა ჩემი სტილი არ არის. ასე რომ, უარს ვამბობ ბევრ ფულზე და კონტრაქტის გახანგრძლვიებაზე.
მათი თხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგები იყო. თუმცა 41 წლის ასაკში ფსიქოლოგიური მოთხოვნილება მაქვს, მინდა რომ ემოციების ზღვა ვიგრძნო, რომელიც ენერგიაში უნდა გარდაიქმნას.
ისეთ სიტუაციაში ვარ, როგორც გასულ ზაფხულს. მშვიდად ვარ და ღია ვარ წინადადებებისთვის. რამდენიმე სასიამოვნო შეთავაზება მივიღე, თუმცა დრაივს ვეძებ.
თუ შესაფერის ვარიანტს ვერ ვიპოვი, მინდა ჩემ თავს სწავლის ერთი წელიწადი ვასწავლო. მინდა, რომ სამწვრთნელო სკოლაში შევიდე. შესაძლოა, სპორტული დირექტორის პოზიციაზეც ვიფიქრო, ან ბიზნეს სკოლაში შევიდე. ასევე მინდა ინგლისურს უკეთ დავეუფლო,” – აცხადებს ბუფონი.