ბუფონი პირლოს: “ამიერიდან მისტერით უნდა მოგმართო?”
ანდრე პირლოს “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას “ბიანკონერისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ცოცხალი ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, გამოეხმაურა.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პირლო “იუვეს” 23-წლამდელთა გუნდის თავკაცად წარადგინეს. გუშინ კი, მაურიციო სარის დათხოვნის შემდეგ, პირლო მთავარ გუნდში დააწინაურეს.
“ანუ გამოდის, რომ ამიერიდან მისტერით უნდა მოგმართო? წარმატებებს გისურვებ ამ ახალი გამოწვევების გადალახვაში,” – მიმართავს ბუფონი თავის ყოფილ თანაგუნდელს.
აქვე გეტყვით, რომ ბუფონი პირლოზე ერთი წლით უფროსია. ეს ორი ფეხბურთელი 2006 წელს ერთად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
Quindi ora devo chiamarti Mister!?!?!
In bocca al lupo per questa nuova sfida Andrea! #CoachPirlo pic.twitter.com/CWHMUoyqR3
— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) August 8, 2020