ბუფონი: “შესაძლოა, კიდევ ათი წელი ვითამაშო”
“პარი სენ-ჟერმენის” 40 წლის მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ მან არ იცის, როდის დაასრულებს კარიერას. ვეტერანი კარის დარაჯი ფიქრობს, რომ ლიმიტების დაწესება არასწორია.
“ბოლო წლებში მივხვდი, რომ ლიმიტების დაწესება შეცდომაა. როცა 32 წლის ვიყავი, ვფიქრობდი 35 წლამდე ვითამაშებდი. ამის შემდეგ ვთქვი, რომ 38 წლამდე ვითამაშებდი. როცა 38-ის გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ 40 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი.
ცხოვრებამ აქამდე მომიყვანა. შესაძლოა, ექვს თვეში ან ერთ წელში კარიერა დავასრულო, ასევე, შესაძლებელია, კიდევ ათი წელი ვითამაშო. არ მინდა, რომ ამის შესახებ კითხვები დამისვან და არც ის მინდა, რომ პასუხი ვიცოდე”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.