WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (323194) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ბუფონი: “თუ გინდა, რომ კარგი მეკარე გამოხვიდე, ნამდვილი მაზოხისტი უნდა იყო”

თარიღი: მარტი 1, 2017

ბრიტანული საფეხბურთო ჟურნალის, FourFourTwo-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წელს ჯანლუიჯი ბუფონთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

– მართალია, რომ თავიდან ნახევარმცველი იყავით?
– დიახ, მართალია. დამეთანხმებით, ყველა ბავშვი ფეხბურთის თამაშს იმ სურვილით იწყებს, რომ ბევრი გოლი გაიტანოს. ვიყავი თუ არა კარგი თავდამსხმელი? ალბათ, ვიყავი. გოლების გატანა მსიამოვნებდა. საბოლოოდ, მეკარე გავხდი. მინდოდა, ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც კამერუნელი კარის დარაჯი, ტომას ნკონო იყო. ცხადია, თავიდან კარში ყოფნის სურვილი დიდად არ მქონია, მაგრამ 1990 წლის მუნდიალზე კამერუნის ნაკრების მატჩების ყურების შემდეგ ყველაფერს სხვაგვარად შევხედე. ნკონო იმ გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურა გახლდათ.

– მამათქვენმა ევროპის ათლეტთა ჩემპიონატზე, იუნიორებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, დედათქვენი კი ბირთვის კვრაში ჩემპიონი იყო. მან ბურთის კარგად სროლა ხომ არ გასწავლათ?
– დედამ ერთ ჩემპიონატზე რეკორდიც კი დაამყარა, მამა კი მართლაც კარგი სპორტსმენი იყო. ძალიან სპორტული ოჯახი მყავს. დამეხმარა თუ არა ეს ყველაფერი წარმატებაში? ვფიქრობ, ასეა. როცა ოჯახის წევრები მხარს გიჭერენ, ეს მნიშვნელოვანია.

buffon-mum-dad

– რომელი ფეხბურთელები მოგწონდათ ბავშვობაში? ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
– ბევრი ფეხბურთელი მომწონდა. ცოტა ხნის წინ ნკონო გამოვარჩიე, ასევე, ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, როჟე მილა. იტალიის ნაკრების შემდეგ, კამერუნის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი.

– 2001 წელს, „იუვენტუსმა“ თქვენში 45 მილიონი ევრო გადაიხადა. როგორ მიიღეთ ის ამბავი, რომ თქვენში ამხელა თანხა გაიმეტეს? ასევე, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეკარე ამდენი არ ღირს?
– ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ამასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ფასებთან დაკავშირებით, კამათი ყოველთვის შეიძლება. „იუვენტუსის“ წარმომადგენლები ჩემს ჩატარებულ მატჩებს ესწრებოდნენ და ამბობდნენ: „ბუფონი მართლაც ფენომენია“, ამიტომ მათ ჩემში დიდი ფული გადაიხადეს. მათ რომ „პარმასთვის“ 5 მილიონი შეეთავაზებინათ, ტრანსფერი აღარ შედგებოდა. კარგი მეკარის ყოლა გუნდისათვის უმნიშვნელოვანესია, ის ისევე უნდა ფასობდეს, როგორც თავდამსხმელი, ზოგჯერ უფრო მეტადაც.

– რომელია თქვენი კარიერის საუკეთესო სეივი? ჩემი აზრით, თქვენი საუკეთესო სეივი მუნდიალის ფინალში განახორციელეთ, როცა ზიდანს არ გაატანინეთ.
– საუკეთესო? ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სეივი იყო, მაგრამ ალბათ, საუკეთესო არ ყოფილა.

81ae32ffeb744fcc7d9dfc824b08c7c6

– როცა „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, თქვენ გუნდში დარჩით, არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის, პატრიკ ვიეირამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბი გამოიცვალეს. ადვილად მიიღეთ თუ არა ეს გადაწყვეტილება?
– ცხადია, სერია B-ში თამაში ალოგიკური იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გულით მივიღე. ზოგი სხვაგვარად მოიქცა – ეს მათი საქმე იყო. შესაძლოა, ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყოს, მაგრამ ის იმ პიროვნებად წარმოგაჩენს, რომელიც ნამდვილად ხარ. გამოცდილება სერია B-ში ყოფნითაც მივიღე. რომ გითხრათ, იქ თამაშით სიამოვნებას ვიღებდი, მოგატყუებთ.

– არ გავხართ იმ ადამიანს, რომელსაც ვინმესი ეშინია, თუმცა ვის წინააღმდეგ გიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში?
– საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია ბრაზილიელი რონალდოა. იტალიელებიდან – რობერტო ბაჯო.

– მართალია, რომ მარიო ბალოტელიმ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთთან განცდილი მარცხი “იუვენტუსის” ფეხბურთელებს დააბრალა და შემდეგ თქვენ ის იატაკზე დაანარცხეთ?
– არა, არა, ეს მართალი არ არის. (იცინის)

– არასოდეს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ჰიმნს ისე მღერის, როგორც თქვენ. რას ფიქრობთ იმ მომენტში, როცა თვალებს ხუჭავთ?
– ჰიმნის შესრულების დროს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ იტალიის ნაკრების წევრი ვარ.

buffon

– თქვენი თანაგუნდელებიდან, ვინ იყო/ვინ არის ყველაზე ხუმარა? ფსონს გატუზოზე ჩამოვდივარ…
– დიახ, გატუზო. ჩვენ კვლავაც ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ – მას ყოველთვის შეუძლია ჩემი გაცინება.

– მეკარისათვის სწორი ხელთათმანებისა და მაისურების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ირჩევთ მოკლემკლავიან მაისურს?
– ნამდვილად არ ვიცი, რატომ ვანიჭებ უპირატესობას მას. ყოველთვის მოკლემკლავიანი მაისურით ვთამაშობდი. როცა ასეთი მაისურით პირველად ვითამაშე, თავს კარგად ვიგრძენი, ამიტომ ასე გავაგრძელე…

– თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთი რომ არ ყოფილიყო, რას გააკეთებდით ახლა?
– წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. არასოდეს მქონია ისეთი მომენტი, რომ სხვა საქმეზე მეფიქრა.

– ჯიჯი, ახალგაზრდა ალ პაჩინოს გავხარ. ოდესმე, მას პირადად შეხვედრილხარ? რომელია შენი ფავორიტი ფილმი, რომელშიც ალ პაჩინო მონაწილეობს?
– ვინ? პაჩინო? მართლა? არა! მას არასოდეს შევხვედრილვარ. ჩემი ფავორიტი ფილმი? “ნაიარევი სახე” ნამდვილად საუკეთესოა.

– ბოლო დროს, მოედანზე ასაკოვან მეკარეებს ხშირად ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, რომელია მეკარისთვის საუკეთესო წელი და რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
– სანამ მეკარე 28, 29 ან 30 წლის გახდება, ფიზიკურ მომზადებასა და სისხარტეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ამ ასაკის შემდეგ გამოცდილება დიდ სამსახურს გიწევს. როცა გამოცდილი ხარ, იცი, როგორ უნდა მოიქცე მნიშვნელოვან მატჩებში.

gianluigi_buffon_and_iker_casillas-1432043158

– თქვენ და იკერ კასილასი ბოლო დროის ორი საუკეთესო მეკარე ხართ. ვინ არის თქვენს შემდეგ საუკეთესო?
– ჯო ჰარტი მომწონს. ახალგაზრდა მეკარეებიდან ტიბო კურტუას გამოვარჩევდი.

– რა რჩევას მიცემდით ახალგაზრდა მეკარეებს, რომლებსაც პროფესიონალურ დონეზე თამაში სურთ?
– პოზიცია შეიცვალონ… სერიოზულად ვამბობ! თუ გინდა, რომ კარგი მეკარე გამოხვიდე, ნამდვილი მაზოხისტი და ცოტათი ჯიუტი უნდა იყო. ფეხბურთი ის თამაშია, რომელშიც ყველა ფეხს იყენებს, მაგრამ შენ ხელები უნდა გამოიყენო…

FourFourTwo, 2014 წელი



მსგავსი სიახლეები