ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მოგების სამი ფავორიტი დაასახელა
ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ამ დროისთვის “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებისთვის იბრძვის, სამი კლუბი დაასახელა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფავორიტად მიიჩნევს.
“ვფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტია”. მოგების კარგი შანსი ექნება “ლივერპულსაც” და რა თქმა უნდა, არც “რეალის” ჩამოწერა ღირს.
რასაკვირველია, მეც არანაკლებ ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. გასულ წლებშიც არაერთხელ მქონია ამ ტიტულის დაუფლების შანსი, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლაც მზად ვარ ყვალაფერი გავაკეთო მოსაგებად.
მთელი კარიერის მანძილზე ვცდილობდი, საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო თავდამსხმელების წინააღმდეგ გამომეჩინა. დღეს კი, ევროპაში ძნელად თუ მოიძებნება “ლივერპულის” შემტევ ტრიოზე უფრო ძლიერი შეტევის ხაზი,” – აცხადებს ბუფონი.