ბუფონმა “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების მიზეზი განმარტა
41 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების მიზეზზე ისაუბრა. პარიზელები ვეტერანს სათადარიგო მეკარის როლში ხედავდნენ, თუმცა ჯიჯიმ კლუბში დარჩენაზე უარი თქვა.
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ ხუთი თვის წინ მითხრა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ისინი სათადარიგო მეკარის როლში მხედავდნენ. იანვრის შემდეგ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ როლს ვერ მივიღებდი. ამიტომ ბევრ ფულზე უარი ვთქვი და სხვა ვარიანტის ძებნა დავიწყე. მათი თხოვნა ლეგიტიმური და გასაგები, ხოლო შემოთავაზება მაცდური იყო.
უკვე რამდენიმე მშვენიერი წინადადება მივიღე, მაგრამ მინდა საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთო და მომდევნო ერთი წელი რაღაცის სწავლაში გავატარო. ვაპირებ, რომ მწვრთნელთა სკოლაში ვიარო, შეიძლება სპორტული დირექტორი გავხდე, ან საერთოდ ბიზნესის სკოლაში ვისწავლო. მსურს, ინგლისურად უკეთესად ვისაუბრო. მინდა, ყველა ის უნარი შევიძინო, რაც მომავალ საქმიანობაში გამომადგება.
პარიზში ყოველდღიურად დიდ გამოცდილებას ვიღებდი. ერთადერთი მინუსი, რაც იქ ყოფნას ჰქონდა, ის იყო, რომ მეუღლისგან და შვილებისაგან მოშორებით ვიყავი”, – უთხრა ბუფონმა Corriere dello Sport-ს.