ბუფონმა ქომაგს ავტოგრაფი მატჩის მიმდინარეობისას მისცა (ვიდეო)
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:4) მიმდინარეობისას “სკუადრა აძურას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კურიოზული და ამავდროულად სასიამოვნო ეპიზოდის მთავარ მონაწილედ მოგვევლინა.
იტალიის ნაკრებმა თითქმის მთელი შეხვედრა მეტოქის ნახევარზე გაატარა, უსაქმოდ დარჩენილმა ბუფონმა კი ცოტა მოიწყინა. მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გულშემატკივარი შეიპარა და იტალიელ კიპერს ავტოგრაფი სთხოვა, არც ბუფონმა თქვა თხოვნაზე უარი და ტრიბუნაზე მყოფი ფანებისგან გულმხურვალე ოვაციაც დაიმსახურა.
მოედანზე ქომაგის შესვლის გამო ლიხტენშტაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან შესაძლოა, ჯარიმა მიიღოს.
Buffon autografa la maglia dell’invasore mentre ancora si gioca #respect #legend #LiechtensteinItalia pic.twitter.com/ktIixfYePp
— delinquentweet (@delinquentweet) 12 November 2016