ბუფონმა “სან სირო” დანიელ მალდინის მაისურთან ერთად დატოვა (ფოტო, ვიდეო)
13 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
ტურინელთა 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა “სან სირო” პაოლო მალდინის შვილის, დანიელ მალდინის მაისურთან ერთად დატოვა. მან ამ საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა.
“კოლექციაში მაქვს ენრიკო კიეზასა და მისი შვილის, ჟორჟ ვეასა და მისი შვილის, პაოლო მალდინისა და მისი შვილის მაისურები. ახლა მათ შვილიშვილებს ველოდები!”, – თქვა ჯიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ დანიელ მალდინი 18 წლისაა. ის “იუვენტუსთან” მატჩში “მილანის” სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა.
Wow! @gianluigibuffon mostra una maglia del @acmilan ai giornalisti in Mixed Zone: è quella di Daniel #Maldini ✅
Sarà appesa in salotto accanto a quella di papà Paolo?
📹 @robtor83#MilanJuventus#Buffon pic.twitter.com/na1CYyIJrJ— MondoSportivo.it (@MondoSportivoIT) February 13, 2020