ბუსკეტსი: “რეალთან” მარცხის შემთხვევაში, პრიმერას ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ პრიმერას მიმდინარე გათამაშების ბედი “რეალთან” შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 24 მარტს მადრიდში გაიმართება.
“ვალიადოლიდთან განცდილმა მარცხმა საქმე მნიშნველოვნად გაგვირთულა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გველის ვიზიტი, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. “რეალთან” მარცხის შემთხვევაში, პრიმერას ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება” – განაცხადა ბუსკეტსმა.