ბუსკეტსი “რეალთან” ვერ ითამაშებს?
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ სერხიო ბუსკეტსის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ფეხბურთელმა ტრვმა “ვილიარეალთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში მიიღო და მოედანი 39-ე წუთზე დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ბუსკეტსი პრიმერას 28-ე ტურში მადრიდის “რეალთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. მატჩი 22 მარტს შედგება. ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა კი დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.