ბუტრაგენიო: “გვერჩივნა, “ბაიერნის” წინააღმდეგ სხვა დროს გვეთამაშა”
მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა, რომელმაც მადრიდულ გრანდს მეტოქედ მიუნხენის “ბაიერნი” არგუნა.
“ბაიერნი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო, რომელთანაც შეიძლება დავწყვილებულიყავით. დარწმუნებული ვარ, ისინიც იგივეს ფიქრობენ.
გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მათ სათავეში კარლო ანჩელოტი დგას, რომელმაც “რეალის” შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის.
ამასთანავე, მეტოქეთა ბანაკი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და არც გამოცდილება აკლიათ. ამიტომაც გვერჩივნა, მათთან შემდეგში გვეთამაშა.
ის ფაქტი, რომ მეორე მატჩს სახლში გავმართავთ, მცირე უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ გერმანიაში გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. ვიცით, რთული მატჩები გველის, მაგრამ წარმატების მიღწევა შეგვიძლია,” – აცხადებს ბუტრაგენიო.