ბუტრაგენიო: “ვიცით, რა სირთულეები გველის “ატლეტიკოსთან”, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ”
როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ტურნირის ამ სტადიაზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.
“სამეფო კლუბის” დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ დამდეგი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
“ატლეტიკო” კონკურენტუნარიანი გუნდია. ამ სეზონში ერთმანეთთან ბევრჯერ ვითამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. “ატლეტიკომ” ბრძოლა იცის. ეს გუნდი ცოტა გოლს უშვებს, სტანდარტულ სიტუაციებს კარგად იყენებს და თითოეულ მომენტში მაქსიმუმის გამომუშავებას ცდილობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას და ვიქნებით თუ არა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაში. იმედია, საკადრო პრობლემებს მოვაგვარებთ.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. არავინ არ იცის, რამდენად არის უპირატესობა საპასუხი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. ვიცით, რა სირთულეების წინაშე დავდგებით, ამიტომ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ, “ატლეტიკოს” ბარიერი უნდა დავძლიოთ”, – ბუტრაგენიოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.
წყვილის პირველი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, 14 აპრილს გაიმართება.