ბზის თასი – მეოთხედ!

თარიღი: მაისი 26, 2014

ლელომ შერკინებაში ჯობნითა და ქიქერის სნაიპერობით ჩემპიონატის დიდ ფინალში დამაჯერებლად, 24:11 ძლია არმია და შარშან მოგებული “ბზის თასი” შეინარჩუნა.

ფინალის ფოტოები >>>

ფინალი ქართული რაგბის ოდინდელ ბინაზე, ვაკეში, “მიხეილ მესხზე” მოეწყო და 5 ათასი ქომაგი მიიზიდა. რაგბი პირველად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხით”, რომელიც ივნისში “ირბ თბილისის თასის” ტელე-პარტნიორიც იქნება.

ლელო 24:11 არმია

7ჯ ა: ყიასაშვილი სბ პატარაია –
ლ: შკინინი; 2ჯ: კობახიძე სბ ზაქაშვილი

მსაჯი ფითსგიბონ (ირლ)   აცდა: 2ჯ – გ ჯ   #   შეცვლა: 6 / 10

3:0(6) 6:0(12) 9:0(22) 9:3(26) 12:3(29) 15:3(35ა) 15:6(37) /
18:6(54სბ) 21:6(62) 24:6(64) სბ(75ლ) 24:11(76)

ფინალისტებმა ორი კვირით ადრე, შევარდენზე გამართეს შესარჩევი ფინალი. ის თამაში თვალსასეირო გამოვიდა და ლელომ 19:13 იმარჯვა, ამჯერად კი ვიხილეთ ურისკო, პრაგმატული, საფინალო რაგბი, რომლის ბედსაც შერკინებაში, დერეფანსა და რაქში ფორვარდებით მძლავრობა, კარში დამრტყმელის სიზუსტე და დაცვის სიმტკიცე წყვეტს.

ყველა ამ კომპონენტში ლელომ აშკარად აჯობა არმიას. მარცხენა ბურჯმა გიორგი სანიკიძემ ვიზავი რომ დაჯაბნა, არმიამ 3 ნომერი 25’ წუთზევე შეცვალა, ტაიმის ბოლომდე კი, თამაშის გეზის შესაცვლელად, ჯარს გამოცდილი ჰავბექის შეყვანაც დაჭირდა.

ამ დროს ლელო უკვე სამი გოლით (9 ქულით) იყო წინ: შერკინებაში თრევით, წამოყენებითა და ჩაქცევით მოპოვებული ჯარიმები ირაკლი ყიასაშვილმა მეტწილად შორიდან გაიტანა და არეკნიც დროულად დაარტყა, რასაც არმიამ ბახვა კობახიძის ორი ჯარიმითღა უპასუხა * 15:6

მეორე ტაიმი უფრო ცოცხლად დაიწყო: “ბორჯღალოსანთა” მგეზავმა ლაშა ხმალაძემ გარღვევა მოაწყო და გადაკიდებაც სცადა, მაგრამ თამაში მალევე ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. არმიას ვერც ბითუმმა შეცვლებმა არგეს, ბურჯის გასინბინების შემდეგ კი ყიასაშვილმა სამი ჯარიმაც შეაგდო და ანგარიში 24:6 გახადა.

გოლების გარდა, ფინალი დაამშვენა ირაკლი ჩხიკვაძის მიერ დაჩი კოპაძის ხისტად შემოჭვამ და გიორგი შკინინის პრესტიჟის ლელომ. ყიასაშვილმა 80 წუთში 24 ქულა მოინაგრა და ბომბარდირთა დოღში ერთი, კინკილა ქულით გადაუსწრო აქამდელ ლიდერს, ყოჩ თემურ სოხაძეს, ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე კი არმიელი ალეკო ტუჩაშვილი გახდა.

ლელომ “ბზის თასი” მეოთხედ შემართა (2004 2009 2013 2014), რაც კლუბის მოთამაშეთა რამდენიმე თაობისა და ხელმძღვანელობის – პრეზიდენტ ბათუ კევლიშვილის, მენეჯერ დავით ჯალაღონიას, მწვრთნელების – ლევან მაისაშვილის, მიხეილ სუჯაშვილისა და ნონო ანდღულაძის, და დამხმარე პერსონალის დამსახურებაა.

პრესკონფერენცია

ნიკოლოზ ჭავჭავაძე (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “ერთი კვირის წინ გამარჯვებული შემადგენლობა იმის გამო შევცვალე, რომ მინდოდა ჩემს გუნდს უფრო სწრაფად ეთამაშა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წავაგეთ შერკინებები და დერეფანი, ორთაბრძოლები შერკინებებში და მარცხიც ამან განაპირობა. გარდა ამისა, მრავლად გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები, განსაკუთრებით მესამე ხაზში და აღმოჩნდა, რომ მათი სათანადო შემცვლელები არ გვყავდა.

ერთი კვირის წინ “ლოკომოტივთან” ისეთ სიცხეში ვითამაშეთ, რომ აღდგენას 3 დღე დაჭირდა და შესაძლოა, ბიჭები გამოიფიტნენ. მთლიანობაში, ამ სეზონს დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ფინალი დავთმეთ, მაგრამ რეგულარული პირველობის მეორე წრე მართლაც კარგად ჩავატარეთ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც დამსახურებულად დავიკავეთ.

ჩვენ გვსურს, რომ ევროთასებზე ვითამაშოთ და ამისათვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ფორმატიც არაა ცნობილი და წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება”.

ლაშა თავართქილაძე (“არმიას” კაპიტანი): “ტრავმები მთელი სეზონის განმავლობაში გვტანჯავდა და სტაბილურად, 15-კაციანი შემადგენლობის დაყენება ვერასდროს მოხერხდა. ტრავმების გამო მეც ბევრი გამიცდა, ფინალში კი, “ლელომ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა”.

ლევან მაისაშვილი (“ლელოს” მთავარი მწვრთნელი): “ამ გამარჯვებისთვის ბევრი ვიშრომეთ. კარგად გვყავდა შესწავლილი “არმია”, ვიცოდით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთია შრომა, შეფასება, დავალებების მიცემა და სულ სხვაა მას როგორ შეასრულებენ მორაგბეები უშუალოდ მოედანზე. მადლობა ბიჭებს, რადგან მათ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. მოხარული ვარ, რომ ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ შევმართეთ.

ეს თამაში ნაკლებ სანახაობრივი გამოდგა, ვიდრე ორი კვირის წინანდელი, მაგრამ ფინალს ასეთი რამ ახასიათებს. ფასი ძალიან დიდი იყო და გარისკვა არ ღირდა, შედეგზე ვითამაშეთ და დასკვნით წუთებში ნერვიულობა თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება ევროთასებზე მონაწილეობას, ჯერ ფორმატიც არაა ცნობილი, მაგრამ იქ მონაწილეობას დამატებითი ფინანსები ჭირდება. თუ მოწვევა გვექნება, ვეცდებით ფინანსები ვიშოვოთ და ევროთასებში ჩავერთოთ”.

გიორგი კაჭარავა (“ლელოს” კაპიტანი): “რაშიც უპირატესობა გვქონდა, ის ბოლომდე გამოვიყენეთ და დამახურებულად გავიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, ასეთ სხვაობას არ ველოდით, მაგრამ მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე უკვე გადაწყვეტილი იყო. შერკინებაში კარგად ვიმუშავეთ და რომ დავინახეთ აქ უპირატესობა გვქონდა, აქცენტი აღარ შეგვიცვლია, თამაშის გაშლაზე აღარც გვიფიქრია. ვიცოდით ამის ხარჯზე მოგება ჩვენ დაგვრჩებოდა და რატომ გაგვერისკა?

მსურს აზრი დავაფიქსირო ევროთასებთან დაკავშირებით. ამდენი წელია მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში, ერთმანეთს ვეთამაშებით, საკუთარ წვენში ვიხარშებით და მოტივაციაც იკარგება. აქ უკვე ყველამ ვიცით ვის რა შეუძლია და თამაში ინტერესს კარგავს. ძალიან კარგი იქნება თუ როგორმე მოვახერხებთ და ევროთასებზე ვითამაშებთ. ეს ჰაერივით ჭირდება მოთამაშეებს, რათა მოტივაცია არ დავკარგოთ და მწამს, ევროპაშიც გავიტანთ აქართველოს და ჩვენი კლუბის სახელს”.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რა ფოტო გამოაქვეყნა მაკგრეგორმა ხაბიბი – გეიჯი პრესკონფერენციის შემდეგ?

24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC-ში ტიტულისათვის ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და ჯასტი გეიჯი დაუპირისპირდებიან. 21 ოქტომბერს მებრძოლებმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა

21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის საგანაგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც უკავშირდებოდა [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

მატეუშ გამროტი: “ბრძოლის შემდეგ, გურამს რესტორანში შევხვდი”

UFC-ის პოლონელმა მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა გურამ ქუთათელაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქუთათელაძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე: “მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი!”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება მოგაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გამარჯობა, ჩემო [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის შემდეგ – ბონუსი ქართველს!

18 ოქტომბერს გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხამზატ ჩიმაევის რეაქცია გურამ ქუთათელაძის გამარჯვებაზე (ვიდეო)

View this post on Instagram Как радуется Хьамзат Чимаев победе своего грузинского друга @guram_dze 🔥 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ეს სისულელეა” – ქუთათელაძე UFC-ში მოგებული ს

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო! (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. 29 წლის მებრძოლი დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე – მატეუშ გამროტი (პირისპირ დგომი)

17 ოქტომბერს UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის დებიუტი შედგება. გურამი პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღეს გიგა ჭიკაძემ და ილია თოფურიამ დღეს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ?

11 ოქტომბერი ქართული MMA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს, ისტორიაში პირველად, UFC-ის ერთ ღონისძიებაზე ორმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ილია თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო – ქართველმა იუსუფ ზალალი დაამარცხა! (ვიდ

ილია თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი მაროკოელ იუსუფ ზალალს დაუპირისპირდა და მეტოქე მსაჯების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ლამის ქუჩაში ვიჩხუბე, რადგან ქართველი ვარ” – გიგა ჭიკაძე მორალესთან გამ

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 11 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ომარ მორალესი დამაჯერებლად დაამარცხა […]...
წაკითხვა