Cadena SER: დანი ალვეშმა “იუვენტუსის” წინადადება მიიღო
Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები დიდი ტრანსფერისთვის ემზადებიან.
წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის დღეები ესპანეთის ჩემპიონთა რიგებში დათვლილია, რამეთუ დანი ალვეში უკვე შეუთანხმდა “ბებერ ქალბატონს”.
Cadena SER-ის ცნობით ალვეშმა იტალიურ მხარესთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი კი ოფიციალურად რამოდენიმე დღეში დადასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2017 წელს იწურება, ის ტურინში მაინც უფასოდ გადავა.