ჩაბი ალონსო კარიერის დასრულებას “ბაიერნში” აპირებს
“ბაიერნის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ საკუთარ მომავალზე საუბრისას გაგვიმხილა, რომ კარიერის დასრულებას “ბაიერნში” აპირებს.
“ვფიქრობ, “ბაიერნი” ჩემთვის ბოლო კლუბი იქნება. მინდა მანამდე განვაგრძო ელიტაში თამაში, სანამ ჩემი გონება და სხეული დამემორჩილება.
კარიერას “ბაიერნში” დავასრულებ – არამგონია მომავალში რაიმე სერიოზული ნაბიჯი გადავდგა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში, თუმცა ახლა შესაფერისი დრო არ არის.”
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ესპანელს ინგლისური “ლივერპულისა” და ესპანური “რეალის” მაისურითაც აქვს ნათამაშები.