ჩაბი ალონსო: “ლივერპულს” ტრანსფერები სჭირდება”
მერსესაიდის “ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იურგენ კლოპის გუნდს გაძლიერება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ “წითლები” წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალთან” დამარცხდნენ.
“ვფიქრობ, მათ უფრო მრავალრიცხოვანი გუნდი უნდა ჰყავდეთ. 14 ფეხბურთელის ნაცვლად, მინიმუმ 20 მოთამაშე უნდა ჰყავდეს მწვრთნელს, რატა გრძელ და დატვირთულ სეზონს თავი გაართვას.
თითოეული მატჩი, თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც გუნდი ერთმანეთთან ახლო კავშირში უნდა იყოს. ფეხბურთელები ნებისმიერ მომენტში უნდა იყვნენ მზად მოედანზე გასასვლელად.
ჩემთვის მთავარი გუნდია, გუნდურობა. გუნდი უკვე აშენებულია. თუმცა, დარწმუნებული რომ იყო, რამდენიმე ტრანსფერი მაინც სჭირდება, ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ისე, რომ უკვე არსებულ პროგრესს ხელი არ შეეშალოს,” – აცხადებს ალონსო.