ჩაბი ალონსო: “მოურინიო და გვარდიოლა ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან”
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და “მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა შეადარა და მოახლოებული მანჩესტერული დერბის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“ინგლისში ამ დაპირისპირებამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ვფიქრობ, ეს იქნება ტაქტიკური დუელი. ორივე გუნდის თავკაცი ყურადღებას უმცირეს დეტალებზეც კი გაამახვილებს. იმედი მაქვს, ამ მატჩის ხილვის შესაძლებლობა მექნება.
ჩემი აზრით, მოურინიო და გვარდიოლა ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია აქვთ. ორივე მწვრთნელი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მოედანზე”, – ციტირებს ჩაბი ალონსოს სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის 10 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.