ჩაბი ალონსო: “რაც დრო გავა, გულში უფრო დიდ სიცარიელეს ვიგრძნობ”
დღეს მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის ბოლო ტურში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. ეს შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა ჩაბი ალონსოსთვის – 35 წლის ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა.
ჩაბიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან აღელვებული ვარ. გულში ახლა ბევრი ემოცია მაქვს: ნოსტალგია, მელანქოლია, მოწყენლობა. თუმცა, ამავე დროს დიდ სიხარულსაც განვიცდი.”
“ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება – ეს ჩემი ცხოვრების დიდი და მთავარი ნაწილია. ვფიქრობ, დრო და დრო, დიდ სიცარიელეს ვიგრძნობ. ცხოვრება გრძელდება. ახალი გამოწვევებიც მოვა, რომლებსაც აუცილებლად მივიღებ და დავძლევ!” – აცხადებს ალონსო.