ჩაბი ალონსო: “მადრიდში უყვართ დიდი გამოწვევები და მიიღეს კიდეც”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შემდეგ “რეალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წყვილზე ისაუბრა.
“მადრიდში უყვართ დიდი გამოწვევები და მიიღეს კიდეც. შესანიშნავი სანახაობა იქნება. ეს ერთ-ერთია იმ მატჩებს შორის, რომლის ყურებაც ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით კი “ბერნაბეუზე”.
თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვედროდენ. დასანანია, რომ რომელიმე მათგანი ტურნირს ამ ეტაპზე გამოეთიშება.
რთულია ფავორიტი დაასახელო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. მართალია, “პსჟ” ყოველწლიურად ძლიერდება, მაგრამ მე მხარს მაინც “რეალს” ვუჭერ, ისინი ამისთვის მზად არიან,” – აცხადებს ალონსო.