ჩაბი ალონსო, შესაძლოა, პეპ გვარდიოლას დამხმარედ მოგვევლინოს

თარიღი: აპრილი 27, 2020

კარანტინის დასრულების შემდეგ, ერთადერთი, რაც “მანჩესტერ სიტიში” გარანტირებულად იციან, არის ის, რომ პეპ გვარდიოლა ახალ დამხმარე მწვრთნელს მოიყვანს. Goal-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის დამხმარედ, შესაძლოა, ჩაბი ალონსო მოგვევლინოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილ თავკაცს დახმარებას მიკელ არტეტა უწევდა, რომელიც ამ დროისთვის ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ჩაბი ალონსოს გარდა პეპ გვარდიოლა რუდოლფო ბორელის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც “ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს დაგროვებული. გვარდილას არც დომენიკ ტორენტი დავიწყებია, რომელთან ერთადაც “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნში” მუშაობდა.

რაც შეეხება თავად ჩაბი ალონსოს, ეს უკანასკნელი “რეალ სოსიედადის” მეორე გუნდს ავარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები