ჩაიშლება თუ არა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალები?
19 აპრილს ევროპის თორმეტმა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნა. ევროპის სუპერლიგის შექმნას აგრესიული პასუხი მოყვა უეფასა და ფიფას წარმომადგენლებისგან და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ზემოხსენებულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, ფიფასა და უეფას ტურნირებიდან მოკვეთით დაემუქრნენ.
მიუხედავად ამისა, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალების ჩაშლის საშიშროება არ არსებობს.
“რეალი” და სუპერლიგის სხვა მონაწილე კლუბები ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებიდან არ მოიხსნებიან. ასეთი რამ არ მოხდება, კანონი გვიცავს. “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპა ლიგაზე ასპარეზობას დაასრულებენ. ამაში დარწმუნებული ვარ.
ახლა სუპერლიგაში 12 კლუბია და გვინდა რაოდენობა 15 გახდეს. თუ პსჟ და “ბაიერნი” უარს იტყვიან, სუპერლიგა არ გაუქმდება”, – თქვა პერესმა.