ჩაკვეტაძე: “გენტი” ჩემ სანაცვლოდ 25 მილიონამდე ითხოვს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში მის ტრანსფერთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ “რომა” მისით ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბები იყვნენ დაინტერესებულები. ასევე, გიორგის თქმით, “გენტმა” 15-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა.
“რომაზე” საუბარი თავიდანვე იყო. “ნაპოლისა” და “ვალენსიას” შესახებ მეც ბოლოს, ინტერნეტით გავიგე. კლუბებთან არ ვიცი, რა როგორ იყო. შეიძლება, კლუბთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. სხვა გუნდებიდან იყო დაინტერესება. იყო გერმანიიდან რამოდენიმე კლუბი, იყო იტალიიდან: “რომა”, “ფიორენტინა”, “გლადბახი”, “ლევერკუზენი” და კიდევ რამდენიმე კლუბი. ამ ეტაპზე, ელოდებიან, როდის დავბრუნდები და დავიწყებ თამაშს. დიდი იმედი მაქვს, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
მინდა, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდე და უკეთეს კლუბში გავაგრძლო კარიერა. ლა ლიგა ჩემი საყვარელი ჩემპიონატია და ვისურვებდი, ესპანეთის ჩემპიონატში გადავსულიყავი. “რეალი” ან “ბარსელონა” ახლა ადრეა, მაგრამ რომელიმე საშუალო დონის კლუბში გადასვლას ვისურვებდი. ჩემი ოცნების გუნდი მადრიდის “რეალია” და ვისურვებდი, აქ როდესმე მეთამაშოს.
ზაფხულში გაიგებდით, ალბათ, რომ კონტრაქტი გავახანგძლივე. ეს საკითხი ჩემ აგენტებთან გავიარე და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება გაგვეგრძელებინა. იმ პერიოდში ტრავმირებული ვიყავი და ასე ვარჩიეთ ყველამ. რა ღირს ჩაკვეტაძე? 15 მილიონზე იყო საუბარი და უარით გაისტუმრეს და სადღაც, 25 მილიონამდე ითხოვს ჩაკვეტაძეში “გენტი”, – განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა.
ასევე, იხილეთ – გიორგი ჩაკვეტაძე: “ერთ კვირაში სათამაშოდ მზად ვიქნები”