ჩაკვეტაძე: “გენტი” ჩემ სანაცვლოდ 25 მილიონამდე ითხოვს

თარიღი: დეკემბერი 5, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში მის ტრანსფერთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ “რომა” მისით ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბები იყვნენ დაინტერესებულები. ასევე, გიორგის თქმით, “გენტმა” 15-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა.

“რომაზე” საუბარი თავიდანვე იყო. “ნაპოლისა” და “ვალენსიას” შესახებ მეც ბოლოს, ინტერნეტით გავიგე. კლუბებთან არ ვიცი, რა როგორ იყო. შეიძლება, კლუბთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. სხვა გუნდებიდან იყო დაინტერესება. იყო გერმანიიდან რამოდენიმე კლუბი, იყო იტალიიდან: “რომა”, “ფიორენტინა”, “გლადბახი”, “ლევერკუზენი” და კიდევ რამდენიმე კლუბი. ამ ეტაპზე, ელოდებიან, როდის დავბრუნდები და დავიწყებ თამაშს. დიდი იმედი მაქვს, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

მინდა, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდე და უკეთეს კლუბში გავაგრძლო კარიერა. ლა ლიგა ჩემი საყვარელი ჩემპიონატია და ვისურვებდი, ესპანეთის ჩემპიონატში გადავსულიყავი. “რეალი” ან “ბარსელონა” ახლა ადრეა, მაგრამ რომელიმე საშუალო დონის კლუბში გადასვლას ვისურვებდი. ჩემი ოცნების გუნდი მადრიდის “რეალია” და ვისურვებდი, აქ როდესმე მეთამაშოს.

ზაფხულში გაიგებდით, ალბათ, რომ კონტრაქტი გავახანგძლივე. ეს საკითხი ჩემ აგენტებთან გავიარე და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება გაგვეგრძელებინა. იმ პერიოდში ტრავმირებული ვიყავი და ასე ვარჩიეთ ყველამ. რა ღირს ჩაკვეტაძე? 15 მილიონზე იყო საუბარი და უარით გაისტუმრეს და სადღაც, 25 მილიონამდე ითხოვს ჩაკვეტაძეში “გენტი”, – განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა.

ასევე, იხილეთ – გიორგი ჩაკვეტაძე: “ერთ კვირაში სათამაშოდ მზად ვიქნები”



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო)

1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდე

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე გავა!”

“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დინამოს” ქალთა გუნდმა ბოლოს კენიის ეროვნული ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიბო კურტუამ პენალტი ფანტასტიკურად მოიგერია (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 86-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კურტუამ ძალიან მაგარი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. 45 წლის უკრაინელ […]...
წაკითხვა