‘ჩაკვეტაძესთან ერთად ადვილია’ – ფანებმა ქართველს უმღერეს (ვიდეო)
26 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “სერკლ ბრიუგე” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველმა შემტევმა პირველ საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო, ხოლო მეორე გოლის ეპიზოდში თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
“გენტმა” სოციალურ ქსელებში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილია, რა ხდებოდა მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სტადიონზე.
“გენტის” ფანებმა ჩაკვეტაძე კიდევ ერთხელ დააფასეს და მათ 22 წლის ფეხბურთელს უმღერეს. იქამდე, კადრში გამოჩნდა შეხვედრაში გატანილი გოლის ავტორი დარკო ლემაიჩი, რომელმაც სწორედ გიორგის გადაცემის შემდეგ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მან თანაგუნდელი შეაქო: “ჩაკვესთან ერთად თამაში ადვილია. ის ოსტატია.”
იხილეთ ვიდეო