ჩაკვეტაძესთან ერთად – ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ დინამო არენაზე ჩაატარებს. 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე
2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45