ჩალჰანოღლუ: “იბრაჰიმოვიჩს ეგო არ გააჩნია”

თარიღი: ივნისი 1, 2020

“მილანის” თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, საფეხბურთო სამყაროში გავრცელებული სტერეოტიპის დამსხვრევა სცადა. საუბარია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ეგოისტობის საკითხზე.

“ის “მილანისთვის” ახალი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის. ზლატანი მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ძალიან გამოცდილი თავდამსხმელია.

ის ჩვენი ვარსკვლავია. იბრაჰიმოვიჩი ჩვენ გუნდს ყველა ასპექტში აძლიერებს – თავისი გამოცდილებით, დიდი ამბიციებით, მენტალიტეტით. მოედანზე თანაგუნდელებს ძალიან გვეხმარება.

ყველა ფიქრობს, რომ ზლატანი ეგოისტი ადამიანია. მე კი ვთვლი, რომ მას ეგო არ გააჩნია, ის ძალიან სიმპატიური და ხუმარა ადამიანია. მასთან დროის გატარება ყველასათვის სასიამოვნოა,” – აცხაებს ჩალჰანოღლუ.

მსგავსი სიახლეები