ჩალჰანოღლუ: “ზლატანი 40 წლის კაცია და ასე არ უნდა მოქცეულიყო”
“ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააკრიტიკა.
როგორც იცით, “მილანმა” გასულ სეზონში სერია A მოიგო, ზეიმისას კი ზლატანმა ფანებთან ერთად ჩალჰანოღლუს დასცინა. თურქი ფეხბურთელი “ინტერში” გადასვლამდე “როსონერის” ღირსებას იცავდა. მან ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა, რომელიც პროვოკაციულად აღნიშნა.
“იბრაჰიმოვიჩი 40 წლის კაცია, ის 18 წლის არ არის, ამიტომ მის ასაკში ასეთ რამეს არ უნდა აკთებდეს. მას უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ზლატანს სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი არ შეუტანია, იშვიათად თამაშობდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო.
ამაზე საუბარს რომ თავი დავანებოთ, ზლატანი ხშირად მირეკავს, სადილზე მეპატიჟება. მან ჩემს შესახებ თავის წიგნშიც დაწერა. უკეთესი იქნებოდა, ზეიმის დროს სხვაგვარად მოქცეულიყო”, – უთხრა ჩალჰანოღლუმ Tivibu Spor-ს.