ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მონაწილე გუნდები
ცნობილია ყველა ის კლუბი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფზე ითამაშებს.
ჩემპიონთა გზა:
განთესილები: “ბაზელი” (შვეიცარია), “სელტიკი” (შოტლანდია), აპოელი (კვიპროსი), ბატე (ბელორუსი), ზაგრების “დინამო” (ხორვატია).
განუთესავები: თელ-ავივის “მაქაბი” (ისრაელი), “პარტიზანი” (სერბეთი), “მალმიო” (შვედეთი), “სკენდერბეუ” (ალბანეთი), “ასტანა” (ყაზახეთი).
ლიგის გზა:
განთესილები: “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი), “ვალენსია” (ესპანეთი), “ლევერკუზენი” (გერმანია), “შახტარი” (უკრაინა), “სპორტინგი” (პორტუგალია).
განუთესავები: ცსკა (რუსეთი), “ლაციო” (იტალია), “ბრიუგე” (ბელგია), “მონაკო” (საფრანგეთი), “რაპიდი” (ავსტრია).
შეგახსენებთ, რომ უეფამ ცსკა და დონეცკის “შახტარი” ერთმანეთს დააცილა, შესაბამისად კენჭისყრაზე ეს კლუბები ერთმანეთთან ვერ დაწყვილდებიან. წილისყრა 7 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება.