ჩავი: ‘აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში “ბაიერნთან” მოგება არ შეგვიძლია?’
23 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბენფიკა” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.
ამ (E) ჯგუფში პირველი გარანტირებული აქვს “ბაიერნს”, ხოლო ვინ დაიკავებს მეორე პოზიციას, ეს ბოლო ტურში გადაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ “ბენფიკა” კიევის “დინამოს” დაამარცხებს, “ბარსელონას” აუცილებლად დასჭირდება “ბაიერნის” დამარცხება მიუნხენში.
კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ოპტიმისტურადაა განწყობილი. გამოცემა AS-ის ცნობით, ოთხშაბათის დილის ვარჯიშის დაწყების წინ ჩავიმ ფეხბურთელებს მიმართა.
“აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში ჩავალთ და “ბაიერნის” დამარცხებას ვერ შევძლებთ? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობებს”, – თქვა “ბარსელონას” მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები “ბაიერნს” 8 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.