ჩავი: “ბარსელონას” გაწვრთნა მსურს, მაგრამ რატომ უნდა ვთქვა უარი პრემიერ ლიგაზე?
კატალონიის “ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდა, ჩავი, თავის ყოფილ კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა არც პრემიერ ლიგაში მუშაობას გამორიცხავს.
“არ ვაპირებ იმის დამალვას, რომ ჩემი მიზანი ევროპაში დაბრუნებაა. მსურს “ბარსელონას” მწვრთნელიც ვიყო. ჩემ წინ დიდი გამოწვევებია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვიმყოფები, რაც ძალიან მსიამოვნებს.
ჩემი ოცნება, როგორც ფეხბურთელის ასევე მწვრთნელის რანგში “ბარსელონას” ღირსების დაცვაა. ასეთი დონის გუნდის გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება.
ჩემი მიზანი “ბარსას” გაწვრთნაა, მაგრამ რატომ უნდა ვთქვა უარი პრემიერ ლიგაზე? ბრიტანეთში ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფეროა და ექსტრაორდინარული შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებიც თამაშობენ.
თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, “სიტიზე”, “იუნაიტედზე”, “ჩელსიზე”, ‘არსენალზე” ან “ტოტენჰემზე” შევჯერდებოდი,” – აცხადებს ჩავი, რომელიც ამ დროისთვის კატარულ კლუბს უდგას სათავეში.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა თავის ბავშვობის კლუბ “ბარსელონაში” 700-ზე მეტი შეხვედრის ჩატარება შეძლო. ნაკრებში კი ის რიგით მესამე ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია ჩატარებული მატჩების მიხედვით.