ჩავი: “ბარსელონას” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა, მაგრამ…”

თარიღი: იანვარი 12, 2020

ყატარული “ალ-სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” მწვრთნელად მუშაობა მისი ოცნებაა, თუმცა ახლა მხოლოდ მის ამჟამინდელ კლუბზე ფიქრობს.

როგორც იცით, კატალონიელები ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას და მის ადგილას ჩავის დანიშვნაზე ფიქრობენ. ცნობილია, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები ჩავის უკვე შეხვდნენ.

“ბარსელონასგან” შემოთავაზება არ მქონია. ერიკ აბიდალს შევხვდი, ის ჩემი მეგობარია. ახლა ისეთი არაფერია, რისი თქმაც შემიძლია. ყველამ იცის, რომ “ბარსელონას” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ახლა “ალ-სადის” მთავარი მწვრთნელია და მხოლოდ ამ კლუბზე ვარ კონცენტრირებული”, – ციტირებს 39 წლის მწვრთნელის სიტყვებს “ასი”.

მსგავსი სიახლეები