ჩავი: “ეს ფეხბურთელი ჩემ თავს მაგონებს”

თარიღი: მარტი 7, 2017

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელი მარკო ვერატი საკუთარ თავს აგონებს და იტალიელი პირველია იმ ფეხბურთელთა შორის, ვის ხილვასაც კატალონიური გუნდის რიგებში ისურვებდა.

“ვერატი ჩემ თავს მაგონებს. იგი ბურთს სიღრმეში ეძებს, შემდეგ კი წინ მიიწევს და თამაშის მიმდინარეობას კარნახობს. მარკო ჩემსავით დაბალია და ბურთს არასდროს კარგავს. იგი ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური მოთამაშე იქნებოდა. მინდა, რომ იგი “ნოუ კამპზე” ვიხილო. ვერატი პირველია იმათ შორის, ვის ხილვასაც “ბარსაში” ვისურვებდი.

“ბარსელონას” თავკაცობაზე ვოცნებობ და ამ მიზნის რეალობაში მოყვანაზე ვმუშაობ. თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ამ საქმიანობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლო 25 ფეხბურთელთან, ასევე დანარჩენ მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთან.

ლუის ენრიკეს ჩემით შეცვლაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ ფეხბურთელივით ვფიქრობ და არა მწვრთნელივით. გამოცდებიც ჩასაბარებელი მაქვს. მომდევნო სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. შემდეგ ვნახოთ, რა იქნება”, – ჩავის კომენტარი Le Parisien-მა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კუმანი: “ვაპატიებ მესის? ჯერ არ ვიცი”

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” დაამარცხა (2:3). მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” კოშმარი – მარსელინოს საინტერსო რეკორდი

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ქამბექი შეუსრულა ბილბაოს “ატლეტიკმა” და 2015 წლის შემდეგ თავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსი “პსჟ”-ში არ გადავა

მადრიდის “რეალის” კაპიტნის, სერხიო რამოსის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი არ განხორციელდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპეს რეგრესი? ასეთი მშრალი სერია ბოლოს 2018 წელს ჰქონდა

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში გასვლაზე “ანჟეს” დამარცხება მინიმალური ანგარიშით შეძლო. შეხვედრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო: “რეალმა” ჰაკიმის გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა”

მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა სუპერვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რონალდომ, პრესასთნ საუბრისას აშრაფ ჰაკიმის ტრანს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელები, რომლებსაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ხუთეულს, რომლებსაც სოციალურ ქსელ Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ: 5. მარსელო – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა “ვალანსიენის” ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ “ვალანსიენში” გააგრძელებს. 34 წლის ნახევარმცველმა ლიგა 2-ის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ

გავლენიანი უცხოური გამოცემა Sky Sports ადასტურებს ინფორმაციას “მარსელის” ხელმძღვანელთა მხრიდან არკადიუშ მილიკის ტრანსფერის შესახებ სერიოზუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანაკვა საფრანგეთში დაბრუნდეს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრაქსლერი თავის ახალ კლუბს მარტში დაასახელებს

“პარი სენ-ჟერმენის” გერმანელი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, კონტრაქტის ვადის სრულად ამოწურვამდე პარიზული გრანდის დატოვებას არ აპირებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ესპანეთისა და კატალონიის ხელისუფლების მიერ მიღებული პრევენციული ზომების გამო “ბარსელონას” საპრეზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ “ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში ლეო მესის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი […]...
წაკითხვა