ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი ლუის ენრიკეასთან კონფლიქტის გამო მესის შეხვდებიან
უკვე ორი დღეა, რაც წამყვანი გამოცემები „ბარსელონაში“ არსებული პრობლემის შესახებ წერენ. კვირას კატალონიელები „რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ხსენებულ შეხვედრაში გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებით ლიონელ მესი უკმაყოფილო დარჩა.
როგორც ცნობილია, ხვალ კატალონიური კლუბის სამი მოთამაშე ჩავი, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი მესის პირადად შეხვდება და არსებულ სიტუაციას განიხილავს. მხარეები ამით კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს უკვე ულტიმატუმიც წაუყენა და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მომდევნო მატჩსაც წააგებს, შესაძლო, გუნდს ახალი თავკაცი ჰყავდეს.