ჩავი: “მოურინიო ფეხბურთს ზოგჯერ ომს ამჯობინებს”
“ბარსელონას”, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად ფეხბურთის ლეგენდამ, ჩავიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე, ჟოზე მოურინიოზე მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც ერთ დროს მადრიდის “რეალსაც” წვრთნიდა.
“ზოგჯერ, როდესაც ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც მოურინიოს უნდა, ის ცდილობს ფეხბურთის ნაცვლად ომს მიმართოს – როგორც ეს მისი “რეალში” ყოფნისას იყო. იმედი მაქვს, ინგლისში იგივე არ განმეორდება.” – განაცხადა ესპანელმა Mirror-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნაჩვენები არასახარბიელო შედეგებსა და მის მიმართ არსებული იმედებს შორის სხვაობა მოურინიოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს. მისი “მანჩესტერი” ლიდერ “სიტის” ამ დროისთვის 6 ქულით ჩამორჩება.