ჩეხების ქამბექი ხორვატებთან (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 18, 2016

სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარზე” ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ხორვატების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა. შეხვედრის 37-ე წუთზე მოედნის ცენტრალურ ხაზთან იაროსლავ პლაშილს ბურთი მილან ბადელმა დაატოვებინა, დაცვაში შექმნილი სივრცეებით ივან პერიშიჩმა ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და პეტრ ჩეხს აუღებელი დაურტყა – 0:1.

59-ე წუთზე ჩეხების სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა: ჩეხთა მცველმა რომან ჰუბნიკმა ბურთი პირდაპირ ბროზოვიჩს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი ივან რაკიტიჩი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ხორვატების უპირატესობა გაიზარდა – 0:2.

76-ე წუთზე ჩეხებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს: ტომაშ როსიცკიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი თავით შეცვლაზე შემოსულმა მილან შკოდამ თავით ითამაშა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხების მხარეს გადავიდა.

შეხვედრის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: ხორვატმა ფანებმა მოედანზე მაშხალები გადმოყარეს, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. ტრიბუნაზე ქომაგები წაკინკლავდნენ კიდეც.

კომპენსირებულ დროში ანგარიში გათანაბრდა კიდეც: ვიდას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ტომაშ ნეციდმა გაიტანა და წონასწორობაც აღდგა. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ევრო-2016
D ჯგუფი
ჩეხეთი — ხორვატია 2:2 (0:1)

ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, პლაშილი (ნეციდი 86′), როსიცკი, სკალაკი (შურალი 67′), კრეიჩი, დარიდა, ლაფატა (შკოდა 67′).
მთავარი მწვრთნელი: პაველ ვრბა.

ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი (ვრსალკო 90+8′), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62′), ბადელი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90+7′), მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.

გოლები: შკოდა 76′, ნეციდი 90+4′ (პენ) — პერიშიჩი 38′, რაკიტიჩი 59′.
გაფრთხილებები: სივოკი 72′ — ბადელი 14′, ბროზოვიჩი 74′,  ვიდა 90+3′
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

წარმოუდგენელი კადრები: “ვერაკრუზის” პროტესტის დროს “ტიგრესმა” მეტო

19 ოქტომბერს, მექსიკის ჩემპიონატში “ვერაკრუზმა” საკუთარ მეოდანზე “ტიგრესი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ეს მატჩი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სანტოსის” ფეხბურთელის ფინტებს მოედანზე არეულობა მოჰყვა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა თანამდებობა დატოვა

ორშაბათს ინგლისის ნაკრებთან განცდილი გამანადგურებელი საშინაო მარცხის (0-6) შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კრასიმირ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს საოცარი საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კოლუმბიური “სანტა ფეს” შემადგენლობაში ითამაშა და “ატლეტიკო ნასიონალის” წინაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბურთი? (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის ფოტოები გავრცელდა. ბურთს Adidas Uniforia ერქმევა, მისი შემქმნელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანმა სამხრეთ ამერიკული ნაკრები ჩაიბარა

“ბაიერნისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავკაცი, იურგენ კლინსმანი, ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ბეშფორდ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, სტეფან გალინსკიმ მეტოქის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა