17-წლამდელთა შეკრება საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გუნდი ჩეხეთთან დაგეგმილი ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
შეხვედრები სტუმრად, 4 და 6 ივნისს გაიმართება. მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეული 20 ფეხბურთელის სია ასეთია.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო)
მცველები: ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ)
ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ლუკა მაყიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), თევდორე თელია (სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ)
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), ნოდარ თუთაშვილი (სფფ აკადემია).