ჩეხი იანვარში წასვლას არ აპირებს
“ჩელსის” გოლკიპერი, პეტრ ჩეხი, იანვარში კლუბის გამოცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მოთამაშის აგენტმა, ვიქტორ კოლარმა ისაუბრა.
“თუ ჩეხის მიმართ დაინტერესებას “არსენალი” ან “ლივერპული” გამოხატავენ, ფეხბურთელი მათ წინადადებებს განიხილავს. თუმცა, “ჩელსიდან” იანვარში წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია” – განაცხადა კოლარმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში ტიბო კურტუას დაბრუნების შემდეგ ჩეხმა “ჩელსის” შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.