ჩეხი, კრული, ვალდესი და სხვები – ვინ შეცვლის დე ხეას?

თარიღი: მაისი 19, 2015
მომდევნო სეზონიდან დავიდ დე ხეა დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას აღარ დაიცავს. ეს ლუი ვან გაალსაც ესმის, რომელმაც ესპანელი კიპერის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყო. ისევე როგორც, ბრიტანული Daily Mail-ის ჟურნალისტებმა, რომლებმაც იმ მეკარეებზე ისაუბრეს, რომელთაც მომდევნ სეზონში მანჩესტერული კლუბის კარის დაცვა შეუძლიათ.

 

პეტრ ჩეხი

32 წლის ჩეხმა კიპერმა “ჩელსის” სასტარტოში ადგილი ტიბო კურტუასთან წაგებული კონკურენციის შემდეგ დაკარგა და ლონდონიდან წაასვლის სურვილსაც გამოთქვამს. ნათელია, რომ გამოცდილ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს სათადარიგოთა სკამზე გაჩერება არ უნდა და არც არისტოკრატებს სურთ ძვირადღირებული მოთამაშის სკამზე ყოლა. ჩეხის გადაბირება საკმაოდ ბევრ კლუბს სურს და “მანჩესტერი” ამ გრძელ სიაში ფავორიტი არ იქნება, თუმცა ლუი ვან გაალი ძალიან ჯიუტი კაცია და თუ მოინდომებს ჩეხის “ოლდ ტრაფორდზე” გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

 

უგო ლიორისი

საფრანგეთის ნაკრების მეკარის მიმართ “მანჩესტერს” ინტერესი უკვე საკმაო ხანი აქვს. საუბრობენ, რომ ვან გაალმა 28 წლის მეკარისთვის წინადადება უკვე გაამზადა. ცნობილია ისიც, რომ კლუბის გამოცვლაზე თავად ლიორისიც ფიქრობს. მისი მთავარი მოტივაცია კი ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, რაც “ტოტენჰემის” შემადგენლობაში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ამ შემთხვევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ლონდონურ კლუბთან უგოს ოთხწლიანი კონტრაქტია, რომლის გამოსყიდვაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

ტიმ კრული

ამბიციური 27 წლის ჰოლანდიელი “მანჩესტერის” წინადადებას სიამოვნებით მიიღებს და კარიერაში მორიგ ნაბიჯს გადადგამს. ტიმს ვან გაალთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კოსტა რიკასთან პენალტების სერიაში მოგებული შეხვედრა კი პირადად მისი და ვან გაალის ტანდების შესანიშნავი მუშაობის შედეგია. მაგრამ, მიმდინარე სეზონის “ნიუკასლისთვის” ძალიან წარუმატებელია და კრულის თამაშს ხარისხიც მნიშვნელოვნად დაეცა. ამიტომ, მისი ტრანსფერი ცოტა სარისკოდ გამოიყურება.

 

ვიქტორ ვალდესი

“ბარსელონას” ყოფილი მეკარე დიდი ხნის განმავლობაში დე ხეას დუბლიორი იყო, მაგრამ ინგლისური მედიის ცნობით მას პირველი ნომრის სტატუსის მოპოვების კარგი შანსი აქვს. 33 წლის ვალდესს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადისთვის ბრძოლას ნებისმიერ მეკარე გაუმართავს.

 

ჯოელ პერეირა

ბირტანული პრესა ჯერ კიდევ ზამთარში იუწყებოდა, რომ 18 წლის პორტუგალიელს შანსი უახლოეს მომავალში მიეცემოდა. პერეირა უკვე რამდენიმე წელია “მანჩესტერის” სისტემაში ირიცხება და ახალგაზრდული გუნდის უცვლელი წევრიც არის. მომდევნო სეზონს პერეირა 21 წლამდელთა გუნდში დაიწყებს, თუმცა მას ძირითად შემადგენლობასაც შეაჩვევენ, რადგან კლუბში პორტუგალიელზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ლოკომოტივმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და “გრანადას” ძა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრანადასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელსეკრულებას ძალა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო მანინო: “ბობკომ გუნდი თვითნებურად დატოვა, კასრაძეს 3-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზ

ქუთაისის “ტორპედოს” იტალიელმა პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გუნდის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. “ძვირფასო ტორპედოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა

უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ფეხბურთელებს დაემშვიდობა

ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა. 33 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ცხოვრებაში არ მქონია ასთმა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და დღესდღეობით უზბეკური “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქართველმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კაჭარავამ “სამტრედია” დატოვა

საფეხბურთო გუნდი “სამტრედია” კახა კაჭარავამ დატოვა. გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრტნელი “სამტრედიიდან&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევროპული საქართველო” ფედერაციას: “სტადიონი პარლამენტის გვერდით არ ააშენ

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, საფეხბურთო მოედნები პარლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “რეალი” იმ ადგილებს უნდა კოცნიდეს, სადაც ბეილი დადიოდა”

გარეტ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას აკეთებს უელსელი ფეხბურთელის მადრიდულ კარიერასთან დაკავშირებით. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ ედეგორი კორონავირუსით დაინფიცირდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ As ავრცელებს Onda Madrid-ის ცნობებზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და უზბეკური “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” მორატა ინათხოვრა

მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის “იუვენტუსში” გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულება ერთი სეზონის გ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება დე ლიხტის მეგობარი გოგონა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიხტს მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ანეკი მოლენარი ჰქვია. გთავაზობთ […]...
წაკითხვა