“ჩელსი”: 40 მილიონი დიეგო კოსტასთვის

თარიღი: ოქტომბერი 23, 2013

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.

არსებული ინფორმაციით, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “არისტოკრატები” დიეგო კოსტას შესაძენად იბრძოლებენ. ბრაზილიელი თავდამსხმელისთვის ბრიტანელები მზად არიან 40 მილიონი ევრო გაიმეტონ.

კოსტამ თავისი ევროპული კარიერა 2006 წელს დაიწყო, როდესაც იგი პორტუგალიური “ბრაგას” მაისურით გამოდიოდა. ამავე წლის დეკემბრის თვეში, “ბრაგამ” “ატლეტიკოს” 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოთამაშის 50%-იანი უფლებები გადასცა. 2010 წლის ზაფხულში, მადრიდელებმა მისი დარჩენილი უფლებების გამოსყიდვაც მოახერხეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში დიეგოს 12 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გატანილი ბურთი აქვს.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები