“ჩელსი” ჩეხს უშვებს
“ჩელსის” გოლკიპერი პეტრ ჩეხი უახლოეს მომავალში კლუბს შეიცვლის. 33 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალი” იჩენენ. თავად ჩეხიც ამ წინადადებებით დაინტერესებულია.
ცოტა ხნის წი ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩეხის გაშვება კონკურენტებთან არ სურს, თუმცა ისიც დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს.
The Telegraph-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩმა ჩეხის ინგლისურ კლუბში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. “არისტოკრატები” მეკარეში დაახლოებით 10 მილიონის მიღებას გეგმავენ.