ჩელსი და ტერი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ

თარიღი: დეკემბერი 13, 2014

“ჩელსის” მცველმა ჯონ ტერიმ, შესაძლოა, ერთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ლონდონელთა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა. პირველი მატჩი ლურჯების შემადგენლობაში 34 წლის ფეხბურთელმა 1998 წელს ჩაატარა.

“ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია. არიან 22 წლის მოთამაშეები, რომლებიც უკვე ბებრები არიან. რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. თუმცა, ასევე არსებობენ ახალგაზრდა 36-37 წლის ფეხბურთელებიც და ჯონ ტერიც სწორედ ასეთია. “ინტერში” კი ხავიერ ძანეტისთან ერთად ვმუშაობდი, რომელიც 37-ის იყო.

არ ვიცი ტერი რამდენ ხანს ითამაშებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მომდენვო მატჩს ჯონი შესანიშნავ ფორმაში ხვდება” – განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები