“ჩელსი” მზად არის შეელიოს ფილიპე ლუისს კოკესთვის
ლონდონის “ჩელსი” მზად არის გაუშვას ფილიპე ლუისი თავის ძველ გუნდში, თუ ეს ყოველივე მათ კოკეს დაბრუნებაში დაეხმარებათ.
Standard Sport-ის ცნობით, “არისტოკრატები” გეგმავენ გაიფორმონ 23 წლის ნახევარმცველი, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 48 მილიონი ფუნტია.
წყაროს გათვალისწინებით, “ჩელსიმ” შეიძლება ტრანსფერში 29 წლის ბრაზილიელი მცველი გამოიყენოს, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ მადრიდული გუნდიდან შეუერთდა მათ.
“პენსიონერებმა” ფილიპე ლუისში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
ამ ორ კლუბს ერთმანეთთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვს. ინგლისელებს ტიბო კურტუა სწორედ მათთან ჰყავდათ იჯარით, რომელიც ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად ზაფხულში მივიდა გუნდში, ხოლო “ჩელსიმ” “ლეიბებში” ფერნანდო ტორესი გაუშვა.