“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

თარიღი: დეკემბერი 6, 2014

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს “არსენალს” დატოვებს

ლონდონის “არსენალის” მცველი დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს. “მეთოფეები” 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიდიე დეშამმა პრემიერ ლიგა და ლა ლიგა გააკრიტიკა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, 2019-20 წლების სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კოუტინიოს აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“ნიუკასლის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს, ტრანსფერით არის დაინტერესებული. ამ იფნორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე: “ლივერპული” ნამდვილი მანქანაა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის “ლივერპულის” გამოსვლა დადებითად შეაფასა. შეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უილშირი: “არსენალი” ბოლო ათწლეულში პრემიერლიგას მოიგებდა, რომ არა ერთი გარემოე

ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, იმის შესახებ ისაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” გასვლაზე “ბორუსია” დაამარცხა (ვიდეო)

26 მაისს “სიგნალ-იდუნა პარკმა” გერმანულ კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებას უმასპინძლა. უმაყურებლოდ დარჩენილ სტადიონზე მიუნხენის “ბაიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება პრემიერლიგა? ახალი თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განახლება 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს მოვლენა, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთში საფეხბურთო მატჩს 400 პირი დაესწრო (ვიდეო)

24 მაისს, სტრასბურგში, ქალაქის ორი სხვადასხვა რაიონის გუნდებს შორის არასანქცირებული მატჩი გაიმართა, რომელსაც დაახლოებით ოთხასი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან ცხვირი გამიტეხა” – რაიან გიგზმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რაინ გიგზმა განაცხადა, რომ მისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე მილანის “ინტერის” ლეგენდარული [...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ვტირი მხოლოდ მოგების შემდეგ, პირველად ეს კიევში მოხდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 2...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თუ ჩემთან წამოხვალ, ამ გუნდით ტიტულს მოვიგებთ’ – მოურინიო ფაბრეგასს

“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრა გაიხსენა. როგორც იცით, ფაბრეგასმა […]...
წაკითხვა